×

  წერა უნდა დამეწყო წინადადებით, რომ ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება ვებ-გვერდი, მაგრამ ალბათ შეცდომაში შეგიყვანდით. რა თქმა უნდა, ვების გამოყენებით შეძლებთ განავითაროთ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია და ხელი შეუწყოთ ბიზნესიის ზრდას, მაგრამ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ბიზნესის გაციფრულებისა, ჯერ მაინც არ გადავწყობილვართ იმ დონეზე, რომ თითოეულ ბიზნესს მოვთხოვოთ ვებ-გვერდის შექმნა.

  ჩემი შესავალი ეძღვნებოდა, ზოგადად საქართველოში არსებულ ბიზნეს ვითარებას, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით და სფეროებში ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ არსებობენ ისეთი ტიპის ბიზნესები, რომელთა ვებ-გვერდის გარეშე არსებობა დანაშაულია. ასეთი სფეროთაგანია ტურიზმის სექტორი და უფრო კონკრეტულად სასტუმროს ბიზნესი.

  გაგიჩნდათ კითხვა რატომ?  ამაზე მარტივი პასუხი არსებობს - იმიტომ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ჩემს ბლოგში კი თითოეულ დეტალს გავივლი და მოგაწვდით იმ მნიშვნელოვან პასუხებს თქვენს კითხვაზე, რომლებიც აუცილებლად გადაგაწყვეტინებთ ვებ-გვერდის შექმნას თუ უკვე დაწყებული არ არ გაქვთ პროცესი.

„პირველად იყო „რატომ“ „

  თქვენი პირველი კითხვა იყო, თუ რატომ არის სასტუმროს ბიზნესი სწორედ იმ რიგებში, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს 2021 წელს ვებ-გვერდი.

  გამოწვევა მიღებულია და დავიწყოთ პირველი ნაბიჯებიდან. დარწმუნებული ვარ ყველას გახსოვთ ის დღე როცა ჩაიფიქრეთ სასტუმროს გაკეთება, ზოგმა საკუთარი სახლიდან, ზოგმა თქვენივე სახლის ეზოში, ან თუნდაც მიწაზე , რომელსაც აქამდე არ იყენებდით. შესაძლოაა თვეები, ან წელიც კი დაუთმეთ იმ კონცეფციის შექმას, რომელიც თქვენს მომავალ სტუმრებს მოეწონებოდათ, აგრძნობინებდა საოცარ სიმყუდროვეს, დაამახსოვრებდა თქვენს ხელწერას და მოანდომებდა კიდევ არაერთხელ სტუმრობას, ან როგორც მინიმუმ მეგობარს ურჩევდა მისი გამოცდილება გაეზიარებინა.

წარმოიდგინეთ ადამიანი, სადღაც გერმანიის სამხრეთში მცხოვრები ჰანსი, რომელსაც ყური მოუკრავს საქართველოზე და გადაწყვიტა გვესტუმროს. რას აკეთებს ის? იწყებს გუგლიდან ჩვენს კუთხეებზე ინფორმაციის მოძიებას, მცირე ინფორმაციას ამოიკითხავს და გადაინაცვლებს შემდეგ ძიებაზე, სადაც კუთხის დასახელებას დაწერს და გვერდით მიუწერს „Hotels” , სწორედ აქედან იწყება მისი თავგადასავალი.

ჰანსი ძიებისას აღმოაჩენს, რომ საქართველოს სასტუმროების უმრავლესობას არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი და მხოლოდ booking.com-ის ლინკებს აჩვენებს  და გული წყდება, რადგან ზუსტად იცის, რომ მისთვის მისაღებ ფასზე მოლაპარაკებას ვერ შეძლებს სასტუმროსთან .

ჰანსი გამოცდილი მოგზაურია და მუდმივად ცდილობს გავიდეს სასტუმროსთან პირდაპირ კავშირზე, ასე ბევრად უკეთესად აზუსტებს მისთვის საინტერესო ინფორმაციებს და თან ბევრად დაიმედებული ჩადის უცხო ქვეყანაში, სადაც სასტუმროსგან მის ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.

შენ ალბათ კითხულობ და შემდეგი კითხვა გაგიჩნდა, კი მაგრამ აქამდე booking.com-თან იდეალურად ვთანამშრომლობდი, კლიენტებიც კმაყოფილები იყვნენ და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე თავად მოყავდა კლიენტი booking-ს.

არ დაგზარდებით და შევეხები ამ საინტერესო თემასაც.

 

„კომფორტული ციხესიმაგრე „

როგორი ზღაპრული სახელი აქვს არა? დიახ გეთანხმებით, მაგრამ არც ისე ზღაპრულად დგას საკითხი, როცა ჩავუღრმავდებით booking.com-ისა და სხვა OTA სისტემების ფასებს.

შენ ფლობ 10 ნომრიან სასტუმროს, რომლის 1 ღამის ღირებულება 100 ლარია, ხოლო booking.com-ის საკომისიო ყველა ჯავშანზე 20%.

დავთვალოთ თვის მანძილზე რამდენს უხდი მათ ? თვეში 6 000 ლარს.

დიახ ნამდვილად ეს თანხაა , არ მოგეჩვენათ, 10 ნომრიანი სასტმრო ყოველთვე იხდის ამ თანხას, იმაში რომ მასთან მოვიდეს ტურისტი.

როგორ ფიქრობ, ჰანსს, რომელსაც გულით უნდოდა პირდაპირ კონტაქტზე გამოსულიყო შენთან , დაგლაპარაკებოდა და დაეჯავშნა კიდეც სასტუმრო საკომისიოს გარეშე , რატომ არ დახვდი მზად?

იმიტომ, რომ თვლი, ერთი ჰანსით არ წყდება შენი სასტუმროს ბედი და ვებ-გვერდის შექმნა ზედმეტი თავის ტკივილია.

აქვე პასუხს გამცემთ, რომ თუ დაკონტაქტება უნდა facebook-იც არსებობს და მომწეროსო.

მოკლედ თავის გასამართლებლად იმდენი პასუხი გვაქვს, სად წავიღოთ არ ვიცით, მაგრამ მთავარია ჩვენ ვიყოთ საკუთარ თავთან მართალი, ნუთუ 6 000 ლარის  გადახდას ყოველთვე, არ ჯობია ეს თანხა რეკლამას მოვახმაროთ, ვებ-გვერდის გამართვას , მომხმარებლისთვის ახალი სერვისის შეთავაზებას და სხვა უამრავ რამეს, რასაც აქამდე ვერ ვახერხებდით.

 

ოო აქ უდიდესი კითხვა დაგებადა, თან ცოტა ირონიულიც, რომ  თითქოს მე  მინდა გირჩიო booking.com -ი დაივიწყო და მხოლოდ ვებ-გვერდით მიაწვდინო მომხმარებელს ხმა.

 

„ნურასუკაცრავად“

Booking.com -იყო არს და იქნება ძალიან კარგი მარკეტინგული არხი სასტუმროებისთვის, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია მსოფლიოს სასტუმროების  უდიდესი ნაწილი.

მაგრამ რატომ მიუშვი და მიანდე ბედს და booking.com-ს სასტუმროს კლიენტები?

პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა , მათ შორის მოხმარებლის ქცევა. ჰანსი ადრე პირდაპირ booking-იდან თუ ჯავშნიდა ახლა ცდილობს პირად კონტაქტზე გასვლას, რადგან მისმა მეგობარმა მარგარეტმა სცადა და საკმაოდ კარგი შემოთავაზებაც მიიღო.  როგორც მარგარეტმა უთხა ჰანსს, ასე უთხრა მის უამრავ მეგობარს, რომლებმაც თავის მეგობრებს უთხრეს და სწორედ ასე ჩამოყალიბდა მომხმარებლის ქცევა.

მომხმარებლი მალე დაივიწყებს ახალ შეძენილ ქცევას  თუ სასტუმრო შესაბამის კომფორტს არ შეუქმნის და არ დაახვედრებს პირად ვებ-გვერდს, სადაც პირდაპირი ჯავშნის შემთხვევაში საინტერესო შემოთავაზებებს გაუკეთებს.

კარგი, კარგი იმაზეც გაგცემთ პასუხს რაც ახლა გაიფიქრე, როგორ შეიძლება თან პირად ვებ-გვერდზე კარგი ფასი გქონდეს და თან booking-თან შეინარჩუნო კარგი ურთიერთობა, როცა ის გიკრძალავს სხვა სვრცეში უკეთესი ფასის განთავსებას?

 

„არააა პრობლემა“

 

ვერ დებ საუკეთესო ფასს??  ალტერნატივა უამრავია :

1. მოგწერს ჩათში და გაუგზავნი ფასდაკლების კოდს - marani007, რომლის ჩაწერის დროსაც ფასდაკლებით დაჯავშნის.

2. საიტზე შემოსულს შესთავაზე ვახშამი უფასოდ, თუ პირდაპირ დაგიჯავშნის.

3. ყველა სხვა პროცედურაზე, რაც კი აქვს სასტუმრო ყველაფერზე 20-30%-იანი ფასდაკლება.

 

რამდენი ჩამოვთვალო, რითიც ბევრად დიდ კომფორტს შეუქმნი ტურისტს, კმაყოფილი დარჩება ისიც და შენც, როცა ორივე დაზოგავთ თანხას და მიიღებთ მაქსიმალურ კომფორტს თანამშორმლობით.

მგონი დაგარწმუნე ვებ-გვერდის შექმნაში, მაგრამ აქ ისევ ახალი კითხვა ჩნდება, ამ რთულ დროს, როცა ტურისტების ნაკადი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა თავდაპირველ რიცხვს და ფრიად რთული მდგომარეობაა, ვის უნდა შეუკვეთო ვების შექმნა, რომ იაფად გამოძვრე?

 

“Ehotelspace.com”

გჯერა პირველადი თანხის გადახდის გარეშე ვებ-გვერდის შექმნის?

გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის?

გჯერა 99 ლარად თვეში ვებ-გვერდის არსებობის?

გჯერა ახალი თანამშრომლის გარეშე ვებ-გვერდის მართვის?

მოდი მოგვმართე და  გარწმუნებ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ინდურ ფილმებშიათქო გეტყოდი, მაგრამ აქვე დავძენ რომ მასე არ იქნება.

იქ ყველაფერი სუპერ ხელოვნურია, ჩვენ კი გთავაზობთ 24 საათიან დახმარებას, ვებ-გვერდის აწყობაში დახმარებას და ამავდროულად  ყველა იმ სიახლის დანერგვას პარალელურად შენს ვებ-ზე რაც კი გამოჩნდება მსოფლიოში.

 

„ბევრი უცხო სიტყვა“

 

  აქვე გეტყვი რამდენიმე საინტერესო ფაქტს, როგორ მუშაობას ვებ-გვერდი შენს სასიკეთოთ, სადაც შესაძლოა უცხო სიტყვები ვახსენო, რომელიც ძალიან მალე გახდება შენთვის ნაცნობი და ახლო მეგობარიც კი.

  ჩვენი მეგობარი google.com-ისთვის რომ გავხდეთ პრიორიტეტული და შეგვიმჩნიოს, ამისთვის ჩვენი ვებ-გვერდი სრულად არის ტექნიკურად მომზადებული.

როგორც ჰანსი ეძებდა რამდენიმე სიტყვით შენს სასტუმროს , მაგალითად „hotels in Georgia”, “Kakheti hotels” და ა.შ იგივე სიტყვებს სვამ შენს საიტზე და SEO-ს საშუალებით ხდება ოპტიმიზირებული საძიებო სისტემასთან და ეს ოქროს სიტყვები გვეხმარება დავენახოთ ჰანსს გუგლში.

ასევე თუ კი რამე მომსახურებას სთავაზობ, გარდა განთავსებისა ტურისტს, ვებ-გვერდზე შეგიძლია გამოაჩინო ყველაფერი, თავისი აღწერით და ფასებით.

გარდა იმ სიკეთეებისა, რაც აქვს ვებ-გვერდს შიგნით, სასტუმროს აქვს ინტეგრაციის, ანუ დამეგობრების საშუალება სხვა წყაროებთან, როგორებიცაა Google Maps, რომ მოგაგნონ, youtube, რომ შენი ვიდეოები ატვირთო და  მეტად აღქმადი გახადო სასტუმრო ტურისტისთვის, online chat , რომ პირადად ეკონტაქტოთ ტურისტს და მისი აღმატებულება Google Analytics, რომლის სიკეთეებს ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათლად დაინახავთ. (ვინ შემოვიდა ვებ-გვერდზე, რამდენი ხანი გაჩერდა, ქალი თუ კაცი? და ასაკი?  ჰანსი იყო გერმანიიდან, თუ გიო თბილისიდან და ა.შ )

 

„დავასკვენი“

   ნამდვილად ბევრს ვუხდი booking.com-ს, მაგრამ მისი არსებობა მნიშვნელოვანია ჩემთვის .

ვებ-გვერდს თუ 99 ლარად გავაკეთებ, ჩემი რა მიდის ვცდი .

1 თვე უფასოდ მექნება ვები, რომ გავერკვევ რა , როგორ ხდება მეყოლება კოორდინატორი, რომელიც დამაკვალიანებს და ჩემს კითხვებს უპასუხებს.

დაზოგილ თანხას მოვახმარ რეკლამას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნოს.

ეს მხოლოდ დასაწყისია, იმ საინტერესო თემების, რომელსაც ehotelspace.com-ი მოგაწვდით სასტუმრო ბიზნესში მყოფ ადამიანებს და ერთად შევძლებთ გავციფრულდეთ, გავხალისდეთ და იმედიანად დაველოდოთ ტურისტების ახალ ტალღას.

სტატიის ავტორი დაჯი ლიპარტელიანი, 2021-05-17