×

1ჩვენ შესახებ

Ehotelspace წარმოადგენს ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების (სასტუმროს, აპარტოტელის, აპარტამენტის) მმართველსა თუ მფლობელს, შექმნას საკუთარ საჭიროებებეზე მორგებული, სრულყოფილი ვებ საიტი და მართოს ჯავშნები ონლაინ. პლატფორმაზე გათვალისწინებულია გლობალური წარმატებული სისტემების გამოცდილება, რაც მის ფუნქციონალს ხდის სრულად მორგებულს თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე. ჩვენი ტექნოლოგია შესაძლებლობა აძლევს ნებისმიერ მეწარმეს გააციფრულოს საკუთარი ბიზნესი დახვეწილი, მარტივად სამართავი ელექტრონული სისტემის მეშვეობით რომელშიც ინტეგრირებულია ისეთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციონალი როგორიცაა ნომრებისა და ჯავშნების მართვა, ონლაინ გადახდები, ინტეგრაცია გლობალურ ჯავშნის პლატფორმებთნ (Booking.com) ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს, რომ მოგცეთ შესაძლებელობა ისარგებლოთ ბიზნესის ციფრულად მართვისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენით შექმნათ სრულყოფილი ციფრული გაყიდვების არხი.

ჩვენი უპირატესობები:

  • დახვეწილი დიზაინი
  • ნომრების მართვის სისტემა
  • ონლაინ გადახდების მიღების შესაძლებლობა
  • ოპტიმიზაცია მობილურ მოწყობილობებზე
  • მრავალეონოვანი მხარდაჭერა
  • 0%-იანი საკომისიო ნომრის დაჯავშნიდან